http://www.awa.org.ge

 

ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში  მრგვალი მაგიდის სხდომა  გაიმართა, სადაც განხილული იქნა ორგანიზაციის ბენეფიციართა მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე წლების მანძილზე სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში დაყენებული და დღემდე გადაუჭრელი ორი საკითხი, პირველი ეხებოდა ჟუჟუნა გაბაიძის საცხოვრებელ სადგომთან და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ პრობლემას, მეორე კი ე.წ. ,,ემტეესის“ უბანში კლდიაშვილის ქუჩაზე ყოფილი საყოფაცხოვრებო საერთო საცხოვრებლის მცხოვრებთა წლების მანძილზე მოუწესრიგებელი საკუთრების აღიარებისა და საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის საკითხს. 

ასოციაციის თანამშრომლებთან ერთად მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი მამუკა ცეცხლაძე, ამასთან სპეციალისტი აზომვითი ნახაზების საკითხთთან მიმართებაში მამუკა გოლიაძე. 
მრგვალ მაგიდაზე საკითხების განხილვამ წარმოაჩინა ის ხარვეზები და მიზეზები, რომელთა გამოც პრობლემების გადაწყვეტა დროში გაიწელა, აქვე დაისახა გზები, რომლის ამოქმედებითაც პრობლემების მოგვარება რეალურად შესაძლებელი გახდება.

უკან