http://www.awa.org.ge

პედაგოგი, ყმაწვილქალობა ახალგაზრდობის აღზრდას მიუძღვნა, როგორც იხსენებს, სულ მუშაობდა, ლექსებსა და მოთხრობებს კი ღამით წერდა, ასე შექმნა სამი შესანიშნავი წიგნი. არის ხალისიანი, ხალასი იუმორის გრძნობით სავსე ქალბატონი, ამავდროულად პრინციპულიც, თუმცა ამბობს, რომ თუ შეცდომა დაუშვა, შეუძლია პატარა ბავშვსაც კი ბოდიში მოუხადოს. დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი ორი შვილის დედა, შვიდი შვილიშვილის ბებია და რვა შვილთაშვილის დიდი ბებიაა. „ძალზედ მაწუხებს მავთულხლართებიანი ჩემი სამშობლო“ - წერს ერთგან ქალბატონი ნათელა და დასძენს: „თუ ადამიანი, სუსტის დაჩაგვრას ლამობს, ის ჩემთვის მხოლოდ არაკაცია“. ლექსებით ვცოცხლობ, მათით ვარ ძლიერი, მომავალს ლექსებში ვხედავ, თუ წიგნებს ჩემსას სიცოცხლე უწერია, ვიცოცხლებ მათთან ერთად!

უკან