ასოციაციის ბენეფიციარმა პოეტმა ნათელა ჟღენტმა საზოგადოებას თავისი ახალი მეოთხე წიგნი წარუდგინა: ლექსების და მოგონებების კრებული ,,შორეული გადმოსახედიდან“. წიგნის პრეზენტაციას ასოციაციის ოფისმა უმასპინძლა. პოეტმა ქალბატონმა მოკლე ბიოგრაფიულ ექსკურსთან ერთად ახალი ლექსები წაიკითხა და მის მიერ შექმნილი სიმღერაც იმღერა. მოწვეულმა სტუმრებმა ბენეფიციარებმა და ახალგაზრდებმა (ენრი ვერულიძე და ბექა გუნთაიშვილი) პოეტის ლექსები გააჟღერეს და ახალი წარმატებები უსურვეს მას.