პედაგოგი, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს მიუძღვნა, უყვარს მუსიკა, ზღვა, ბავშვები და როგორც თავად ამბობს „ლექსებში დამდნარი ოცნება“, არის მრავალი საინტერესო ლექსის ავტორი, გურიაში დაბადებული ქალბატონი წლებმა და დამსახურებამ ღირსეულ ქობულეთელად აქცია, ჰყავს ვაჟიშვილი - გიორგი და ერთი შვილიშვილი. ერთი რა ვიცი ეს ცხოვრება ერთი წუთია და ის ნაფიქრი ის შეგრძნება რა სათუთია... რომ გინდა დარჩეს შენეული რაიმე თუნდაც სხვებისგან გამორჩეული სიტყვა ნაფიქრი, მოგონება ფერფლად ქცეული...