22 სექტემბერს, ასოციაცია ,,ღირსეულ სიბერის “ ოფისში, ცნობილი ჟურნალისტის ბატონ ოთარ კონცელიძის საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. მხცოვან ჟურნალისტს 93 წლის იუბილე ასოციაციის ბენეფიცირებმა და ქობულეთის კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა მიულოცეს. ჟურნალისტმა ეთერ ჩხეიძემ კოლეგის მიერ განვლილი გზა და ის კურიოზები გაიხსენა, რომელებიც ერთად გადახდათ თავს. ბატონ ოთარს იუბილეს ასოციაციის სტუმარმა ევროპის ჩემპიონმა სუმოში ნინო ოძელაშვილმაც მიულოცა. დასასრულს იუბილარმა მადლობის ნიშნად მხიარული ლექსი წაიკითხა. საზეიმოდ გაიჭრა შუშხუნებიანი ტორტი.