http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-ს“ მონიტორინგის ჯგუფი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის მჭიდროდ დასახლებულ უბნებს ეწვია და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის -,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები მოაწყო. შეხვედრების მიზანი ოჯახში ძალადობის გამოვლინებას, ძალადობის მსხვერპლის დაცვასა და საზოგადოების მგრძნობელობას თემებს ეხებოდა. ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ დღეს ამგვარ ფაქტებზე წაყრუება - დანაშაულის ტოლფასია და მის წახალისებას ემსახურება. დარიგდა საინფორმაციო ფლაერები. შეხვედრების ლეიტმოტივი გახლდათ დევიზი: ,,გახსოვდეს შენ კანონი გიცავს!“.

უკან