http://www.awa.org.ge

ტრენინგის მონაწილეები-ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ და ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლები, ასოციაციის მოხალისეები სოციალური პლატფორმების და ინტერნეტ რესურსების ახალ შესაძლებლობებს გაეცნენ. ტრენერმა ჯემალ მეგრელიძემ მსმენელებს დეტალურად გააცნო სოციალური მედიის და ინტერნეტ მარკეტინგის ძირითადი პრინციპები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ეფექტურად განახორციელოს ინტერნეტ კამპანია, სოციალური მედიის ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით; ეფექტიანად მართოს სოციალური ქსელები; ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის: ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

უკან