ასოციაცია ,,ღირსეული სიბერეს“ ინიციატივით დღეს ორგანიაციის ოფისის ეზოში წინასააღდგომო საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარდგნენ ტრიო ,,სამი ბებო“, პოეტი ნუნუ ბერიშვილი და კლუბ ,,სიჭაბუკეს“ მოსწავლე ახალგაზრდები (ხელმძღვანელი ნინო მეგრელიძე). იყო ლამაზი ქართული სიმღერები, მოგონებები და მოლოცვები. ახალგაზრდებმა ბიბლიურ თემაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია და საგალობლები წარმოადგინეს. დასასრულს ორგანიზაციის მეგობარ ქველმოქმედთა ჯგუფს (ავთანდილ ზოიძე, ირინა პუტურიდი, ანჟელა ხაჯიშვილი, მალხაზ რომანაძე) მადლობის სიგელები გადაეცათ. საზოგადოება ასევე გაეცნო ნორჩ მხატვართა მიერ სააღდგომო თემატიკისადმი მიძღვნილ ნამუშევრებს. პატარები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.