სააღდგომო საქველმოქმედო აქცია, რომლის მიზანი იყო თანადგომა უპოვართა მიმართ და მოხალისეობის კულტურის განვითარება საზოგადოებაში, დასრულდა. ასოციაციის 90 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადაეცა... ასოციაცია მადლობას უხდის გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე ბენეფიციარებს, ორგანიზაციის მეგობარს ირინა პუტურიდს, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკრებულოს, ქობულეთის № 2, 3, 5, ლეღვას № 1, ციხისძირის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გულისხმიერებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მოხალისეებს ნინო გოლიაძეს, გვანცა ვარშანიძეს და მის მეგობრებს!