http://www.awa.org.ge

ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულ კლუბ ,,სიჭაბუკის“ წევრებმა (ხელმძღვანელი ნინო მეგრელიძე) საახალწლო კონცერტი მოუწყვეს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს. კლუბის წევრებს ხანდაზმულთათვის არაერთი კონცერტი ჩაუტარებიათ, ამჯერადაც ინიციატივა ახალგაზრდებისგან მოდიოდა. კონცერტზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ზღაპრის გმირები: წითელქუდა -ნიცა გოგიტიძე და ფიფქია ნინო ოქროპირიძე, „რწყილი და ჭიანჭველა“ აჭარული კილოკავით წარმოადგინა ნიკოლოზ კაკალაძემ, მხიარულება შემოიტანა ქურთი ქალის -ანა ვერულიძის გამოჩენამ. ქართული სიმღერების პოპური შეასრულა ნატო ირემაძემ. წამყვანებმა ნინი დედოფალიძემ და დათო შაინიძემ, საღამოს მონაწილეებმა: ანა ვერულიძემ, თორნიკე შამილიშვილმა, ბექა გუნთაიშვილმა, გოგა გორგილაძემ,ცოტნე ქართველიშვილმა, დაჩი მეგრელიძემ უდიდესი სითბო და სიყვარული აჩუქეს ხანდაზმულებს, რაც ყველა წარმოდგენილ ნომერში იგრძნობოდა.ნინო ყულეჯიშვილისა და ენრი ვერულიძის მიერ ქართული ცეკვების ცეცხლოვანმა შესრულებამ გულგრილი არ დატოვა მაყურებელი და დარბაზში ყველა ააცეკვა, მათ შორის ლიტველი სტუმრები. საპასუხოდ ხანდაზმულმა ბენეფიციარებმა ნათელა ჯიჯავაძემ და ნუნუ ბერიშვილმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს, ნატო ბარამიძემ კი პოპულარული სიმღერები პოპური შეასრულა. გათამაშდა პრიზი, გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დასაჩუქრდა სიმბოლური ფასიანი საჩუქრით. კონცერტი ქობულეთის მუზეუმის კინოდარბაზში ჩატარდა და მას ლიტველი სტუმრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ ახალგარდების და ხანდაზმულების თბილის ურთიერთობით.

უკან