http://www.awa.org.ge

მწერალი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ქოჩაკიძე – ჭალადიდელი, ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარებს და ახალგაზრდებს შეხვდა. მეცნიერი შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს დამალული ისტორიის შესახებ ესაუბრა. საქმე ეხება : ნ. ბერძენიშვილის, ი. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას ავტორობით 1943 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოს „საქართველოს ისტორია“, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა აკრძალა და გაანადგურა. როგორც ჭალადიდელი ამტკიცებს, ამ სახელმძღვანელოს აკრძალვით კომუნისტებმა ქართველ ხალხს საკუთარი ისტორიის დაახლოებით 4500 წელი წაართვეს. შეხვედრაზე სტუმარმა ბევრი ისეთი დეტალი გაახმოვანა, რომლის შესახებაც ჯერ არსად თქმულა. საგანმანათლებლო -საინფორმაციო შეხვედრები ხანდაზმულთა რესურს ცენტრში კვლავ გაგრძელდება.

 

 

უკან