მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა და ამ იდეის განსახორციელებლად თანადაფინანსება მოიპოვოს. აღნიშნულ თემაზე კონსულტაციებისთვის ასოციაცია ,,ღირსეულმა სიბერემ “ პარტნიორი ორგანიზაციის გურიის აგრობიზნეს ცენტრის ბიზნეს/კონსულტანტი ალეკო მამეშვილი მოიწვია. შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა, ბატონმა ალეკომ პროგრამის დეტალებზე დაწვრილებით ისაუბრა და ბენეფიციარების შეკითხვებს უპასუხა.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის და სოციალურ ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში . პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.