,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციართათვის პერიოდულად ტარდება კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები მედიცინის მუშაკებთან. ამჯერად ექიმმა თერაპევტმა ციცო დოლიძემ ბენეფიციარებს იმ დაავადებების შესახებ ესაუბრა, რომელთა მიმართ ხანდაზმულები არიან მიდრეკილნი და ყველა მათგანს სათითოდ გაუწია კონსულტაცია.