http://www.awa.org.ge

დღეს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ლელა შარაძემ ასოციაციის ბენეფიციარებს სოციალური პაკეტის სიახლეები, სერვისები და ქულათა დათვლის სისტემა გააცნო. ლელა შარაძემ ბენეფიციარების კითხვებს უპასუხა და თითოეული მათგანს სტატუსის საკითხის სრულყოფილად შესწავლას დაჰპირდა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა.

უკან