შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია! დაიცავით ქალის შრომა! ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“, ქობულეთის მე5 საჯარო სკოლასთან არსებული კლუბი ,,კამელოტი“ შეუერთდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სოლიდარობის აქციებს შრომის უფლებებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას - შეიქმნას სააღმსრულებლო ფუნქციის მქონე შრომის მონიტორინგის მექანიზმი, მოუწოდეს კერძო სექტორს - უზრუნველყონ არადისკრიმინაციული და უსაფრთხო შრომითი გარემო.