საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისის ეზოში პატარა კონცერტით აღინიშნა, რომელიც ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ლიტერატურულ-თეატრალური კლუბის „სხვენი“ და კლუბის „სიჭაბუკე“ წევრებმა წარმოდგინეს. აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. ასოციაცია მადლობას უხდის კულტურის ცენტრს თანამშრომლობისათვის!