საქველმოქმედო აქცია ქობულეთში. ასოციაცია „ღირსეულმა სიბერემ“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს სააღდგომოდ კვერცხები და პასკები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტები ამ ეტაპზე 80 ხანდაზმულზე იყო გათვლილი. ნობათი ორგანიზაციამ შემოწირულობის შედეგად შეიძინა. აქცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და იგი ყოველწლიურად ტარდება.