ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს მოხალისეებმა სოციალურად დაუცველთათვის 20 მდე ფუთა მეორადი ტანსაცმელი შეაგროვეს და უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დაურიგეს. მოხალისეები უახლოეს დღეებში კიდევ ერთი აქციის ჩატარებას გეგმავენ, მომდევნო ეტაპი სურსათის შეგროვებას და უმწეო მოხუცებისთვის გადაცემას ითვალისწინებს.