http://www.awa.org.ge

მარიამობასთან დაკავშირებული ტრადიციული საქველმოქმედი აქცია ,,ჩვენც დავბერდებით“ ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“ ქობულეთის ზღვისპირა პარკში გამართა. ორი საღამოს განმავლობაში მოხალისეები ქობულეთის სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას თანატოლების ხელით დამზადებულ სამკაულებს და ნამცხვრებს სთავაზობდნენ. თანხა უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა და უმწეო მოხუცების დასახმარებლად შეგროვდა. ასოციაცია მადლობა უხდის ასოციაციის ხანდაზმულ მოხალისეს გულსუნდა მდივანს, ასევე ახალგაზრდა მოხალისეებს: სოფ. მუხაისტატეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბაქარ და საბა ცეცხლაძეებს და ქობულეთის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარი და დავით გეთიებს საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისათვის. აქტივობა ორგანიზებულის ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან