დღეს დასრულდა ტრადიციული საქველმოქმედო კვირეული ,,ჩვენც დავბერდებით“, რომელსაც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ ყოველ მარიამობას ატარებს. შემოწირულობა უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა, უმწეო მოხუცების დასახმარებლად შეგროვდა და 30 მდე ბენეფიციარს საკვები პროდუქტები დაურიგდათ. ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობა უხდის ქველმოქმედებისათვის სუპერმარკეტ ,,ლიდერ-ირის’ მფლობელს ირინა პუტურიდს, ,,თავისუფალი ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს ასლან ჭანიძეს და ჩვენს მოხალისეებს თამუნა მინაშვილს, ლანა ფუტკარაძეს, ერეკლე ნოღაიდელს, გვანცა შავიშვილს, თეონა ცეცხლაძეს ქველმოქმედებისათვის აქტივობა ორგანიზებულია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.