http://www.awa.org.ge

 

2013 წლის 23 ოქტომბერს ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, გაიმართა ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარის ქალბატონ ნათელა ჟღენტი-ჯიჯავაძის წიგნის ,,სეინერები გადიან ზღვაში“ წარდგინება.
მოწვეულ სტუმრებს წიგნის ავტორი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბატონმა გენადი მახარაძემ წარუდგინა. ნათელა ჟღენტი-ჯიჯავაძის შემოქმედებაზე, ცხოვრებისეულ გზაზე, პედაგოგიურ-საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრეს თავისმა მეგობრებმა, კოლეგებმა, ახლობლებმა და თვითმყოფადი პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა. წარდგინების ბოლოს წიგნის ავტორის შვილთაშვილმა დიდი ბებიას რჩეული ლექსებიც წაიკითხა. თავად ავტორი შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ლამაზად მოეფერა ახალი ლექსებით და სიამაყის ცრემლებით გაბრწყინებული თვალებით უფალს ქვეყნის ლამაზი და ღირსეული მომავალი შეავედრა.

უკან