http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ აგრძელებს ტრენინგების ციკლს ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის დონორია ევროკავშირი. პროგრამაში მონაწილეობენ 45 წლის წლის ზემოთ ასაკის ქალები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. ტრენინგის ,, ბიზნესის ადმინისტრირება“ შემდეგ ბენეფიციარები საგრანტო კონკურსში მონაწილეობენ. საგრანტო კონკურსის შემდეგ მცირე გრანტით დაფინანსდა 25 ბენეფიციარი. პროგრამა ასევე, ითვალისწინებს საგანმანათლებლო სემინარებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში, დღეს დასრულდა სემინარები ჟოლოს და ლურჯი მოცვის მოყვანის თანამედროვე მეთოდების შესახებ ღია და დახურულ გრუნტში. სემინარის შემდეგ ბენეფიციარები ესტუმრნენ აგროსერვისცენტრის სადემონსტრაციო ჟოლოს სათბურს და მოცვის პლანტაციებს. მეურნეობაში ზევას, პოლიანას და კაროლინას ჯიშის ჟოლოს სადემონსტრაციო ნერგები გასული წლის ბოლოს დაირგო. საცდელ-სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობაში მოყვანილ ჟოლოს 7-8 თვიანი მსხომიარობა ექნება. სემინარები ჩაატარა გია ცეცხლაძემ. სემინარები მემეცენარეობაში და მეცხოველეობაში გრძელდება. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადი ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით (ტელ: 26 77 17 )

უკან