http://www.awa.org.ge

 

25-26 ივლისს, ქობულეთში, ხანდაზმულ ქალთა ასოციაციის ოფისში ჩატარდა სემინარი „გენდერი, სტერეოტიპები და თანასწორობა“. სემინარი მიზნად ისახავდა ქობულეთში მცხოვრებ, სხვადასხვა პროფესიის მქონე ლიდერ ქალთა ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე, ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქვეყანაში არსებულ დაცვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის მექანიზმებზე. 
სემინარი მიეძღვნა ნარინჯისფერ დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ყოველი თვის 25 რიცხვში აღინიშნება გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის ფარგლებში. აქციის ერთ-ერთი სლოგანის მიხედვით - ჩაიცვი ნარინჯისფერი და უთხარი არა ძალადობას ქალთა და გოგონათა მიმართ - სემინარის მონაწილეებმა ნარინჯისფერი ლენტი დაიბნიეს.
სემინარი მოიცავდა გენდერის ძირითად საკითხებზე თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ნაჩვენები იქნა პრეზენტაცია გენდერული სტერეოტიპების შესახებ, ორი მოკლე ფილმი ,,გენდერული როლები“ და ,,გენდერული სტერეოტიპები და ოჯახური როლები“. სემინარის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებმა ისაუბრეს ქობულეთის თემში არსებულ ქალთა პრობლემებზე, ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებზე.
სამომავლოდ, ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ გეგმავს ორგანიზაციის ბენეფიციარებისათვის მსგავსი სემინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების უზრუნველყოფას. 
სემინარს უძღვებოდა იურისტი ეკატერინე სხილაძე.

უკან