ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ აგრძელებს ტრენინგების ციკლს ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის დონორია ევროკავშირი. პროგრამის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო სემინარები მეცხოველეობასა და მემცენარეობაში. 12 და 13 ივნისს ჩატარდა სემინარები მევენახეობაში. სემინარზე განიხილეს ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშები, ვაზის დარგვა. მოვლა და გამრავლება. სემინარის შემდეგ ბენეფიციარები ესტუმრნენ ვაზის სანერგე მეურნეობას სოფ. გვარაში, სადაც პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა. . სემინარები მემეცენარეობაში და მეცხოველეობაში გრძელდება. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადი ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით (ტელ: 26 77 17 )