ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ აგრძელებს ტრენინგების ციკლს ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის დონორია ევროკავშირი. პროგრამაში მონაწილეობენ 45 წლის წლის ზემოთ ასაკის ქალები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. ტრენინგის ,, ბიზნესის ადმინისტრირება“ შემდეგ ბენეფიციარები საგრანტო კონკურსში მონაწილეობენ. საუკეთესო ბიზნეს იდეები მცირე გრანტებით ფინანსდება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო სემინარებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში. 24, 25 მაისს დასრულდა სემინარები ვარდის, ლილიას და სხვა ყვავილების მოყვანის თანამედროვე მეთოდების შესახებ ღია და დახურულ გრუნტში. სემინარის შემდეგ ბენეფიციარები ესტუმრნენ ვარდის და ლილიების სასათბურე მეურნეობას, სადაც პრაქტიკული მეცადინეობა მეყვავილე ამირან ზოიძემ ჩაატარა. სემინარები მემეცენარეობაში და მეცხოველეობაში გრძელდება. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადი ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით (ტელ: 26 77 17 )