http://www.awa.org.ge

ჩვენს ასოციაციას ,,კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ და ფონდი ,,თაობის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ვახანია ესტუმრა. ცნობილმა ექპერტმა სემინარი თემაზე ,,დაბერება საქართველოში“ ჩაატარა, სადაც მან ფართოდ განიხილა ახალი იდეები და ღონისძიებები დაბერების საკითხთან დაკავშირებით, შინმოვლის სამსახურის პერსპექტივები, დემოგრაფიული ტენდენციები საქართველოში და სხვა მსმენელთათვის საინტერესო საკითხები. სემინარს ,,ღირსეული სიბერის" პარტნიორი ორგანიზაციების დემოკრატიის ინსტიტუტის და გურიის აგრობიზნესცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უჩა ვახანია ,,ღირსეული სიბერის“ საქმიანობას და მის მომავალ გეგმებსაც გაეცნო. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

უკან