http://www.awa.org.ge

დღეს დასრულდა სემინარები მეღვინეობაში. სემინარზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია, თეთრი და წითელი ღვინოები და ჭაჭის გამოყენება. სემინარის შემდეგ ბენეფიციარები გვარის აგროსერვისცენტრის ღვინის სახლს და ფერმერის გია ცეცხლაძის მარანს ესტუმრნენ. ასოციაცია მადლობას უხდის ღვინის სახლის მესვეურთ ვახტანგ ჩახვაძეს და ირაკლი ორმოცაძეს მასპინძლობისთვის. სემინარი ჩატარდა პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის დონორია ევროკავშირი.

უკან