პაატა ქურდაძე: სიბერის შიში
ვინც შემოდგომის ხავერდოვან სეზონის დროს მსოფლიოს ნებისმიერ კუტხეში ზღვისპირა კურორტებზე .ყოფილა შეამჩნევდა, რომ წლის ამ პერიოდში იქ ზირითადად საზოგადოების ის ნაწილი ისვენებს, ხანდაზმულებს რომ უწოდებენ. მათ ყველგან შეხვდებით, პლაჟზე ფერადი ქოლგების ქვეშ, ჟურნალით ან წიგნით ხელში, ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებთან და მუზეუმებში ფოტოაპარატებით ხელში, კაფების ტერასებზე, რესტორნებში... ტყეებში და გორაკებზე თხილამურების ჯოხებით ხელში მოსეირნებს... ყველგან, სადაც ადამიანები დასასვენებლად დადიან შემოდგომა ხანდაზმულების სეზონია. მხოლოდ არა საქართველოში: სარფი ბათუმის რივერაზე, სადაც ამ ორი კვირის წინ მომიწია რამდენიმე დღის გატარება, თითქმის არ მინახავს ხანდაზმული დამსვენებლები... არც პლაჟზე, არც ბათუმის საწამლავივიტ მწვანე შუქით განათებულ ახალ ბულვარში, არც ხმაურიან რესტორნებში, სადაც დღე და ღამე რატმღაც ოთხმოციანი წლების ჰიტებს ახრიალებენ. არა... მოხუცებს კი წაწყდებით, განსაკუთრებით ქალებს, მაგრამ ისინი არ ისვენებენ, მოხარშული სიმინდით სავსე ვედროებს დაათრევენ პლაჟზე და სუსტი ხმით ყვირიან... ცხელი სიმინდი, თხილი..ცივი ყავა ... გული მიკვდებოდა მათი დანახვისას
თბილისისკენ მომავალ გზაზეც.. ხანდაზმულები ხილს, ჩურჩხელებს, ათას წვრილმანს ყიდიან, რიკოთზე ნიყვს და თიხის ნაწარმს.. სურამში ნაზუქს.. ხაშურში ჰამაკებს... თბილისში კი ყველაფერს, რამაც შეიზლება მიზერული მოგება დატოვოს...ძირითადად ჭუჭყიან მიწისქვეშა გადასასვლელებთან.. თუ გნებავთ აგწონიან კიდეც იაფად... ვისაც არაფერი აქვს გასაყიდი მოწყალებას ითხოვს...პარკებში აქა იქ, იშვიათად თუ წააწყდებით მოხუცებს რომლებიც აქ სამუშაოდ ან მოწყალების სათხოვად კი არა... უბრალოდ გაზეთის წასაკითხად,სასაუბრობენ შემოვიდნენ, ან უბრალოდ თვლემენ შედარებით სუფთა ჰაერზე...მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან. ხანდახანი ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს გარკვეული ასაკის შემდეგ აქ ადამიანებს დეპორტაციას უკეთებენ,მხოლოდ სად არავინ იცის,
ამ მხრივ დღევანდელი თბილისი მართლაც განსხვავებული ქალაქია, აქ არა მარტო ქუჩაში მოსერნე მოხუცებს, პატარა, სკოლამდელ ასაკის ბავშვებსაც იშვიათად შეხვდებით...ვერც საბავსვო ეტლებით მოსეირნე დედებს, ან ბედნიერ ბებიებსა და ბაბუებს... ეს არის ქალაქი, რომლის ქუჩებშიც სიცოცხლის გაზაფხული და შემოდგომა თითქმის არ ჩანს... ძალიან სევდიანი სანახავია ქალაქი მზეზე მიფიცხებული მოხუცები და და პატარა ბავშვები არ ჩანან, რადგან ისინი სახლში არიან გამოკეტილები, და არა იმიტომ რომ ეს რაღაც ეროვნული ტრადიციაა, ამის მიზეზი არც მხოლოდ კატასტროფული სოციალური მდგომარეობაა - ქუჩებში და განადგურებას ჯერჯერობით გადარჩენილ ორ სამ პარკებში გასეირნებას ხომ ერთად ერთია რაც თითქოს უფასოა ამ ქვეყანაში... უფასო, მაგრამ სახიფათო, როგორც მძაფრსიუჟეტიან ვიდეო თამაშში, რომელიც თითქოს ავტომობილების ადამიანებზე ნადირობაზეა აგებული. აქ ტროტუარებზე მანქანები დაბობღავენ, მათ მიერ განდევნილი ადამიანები კი ავტომობილების სავალ ნაწილზე ცდილობენ ცოცხალი გადაურჩნენ სხვა რკინის აწყვეტილ ტერმინატორებს... თითქმის ყველა ფეხით გადასასვლელი ისეა ჩახერგილი ავტომობილებით, რომ იქ არა თუ მოხუცსსა და ეტლიან დედას, კატას გაუჭირდება გაზრომა... ამიტომ აქაც იზულებული ხარ ავტომონილების სავალ ნაწილზე გადახვიდე და შეეცადო ცოცხალმა მიაღწიო ქუჩის მეორე მხარეს... ეს ყველაფერი პოლიციის თვალწინ ხდება, მათ აზრადაც არ მოსდით რაიმე იღონონ იმისთვის რომ ფეხით მოსიარულეებს თავიანთი ფუნდამეტალური უფლების - სიარულის საშუალება მისცენ... დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერება აკრზალული და შეუზლებელია, რადგან ლითონის კონსტრუქციებითაა გადაღობილი. თბილისის ცენტრალურ უბნებშიც კი, სკოლების წინ ნამდვილი პარკინგებია მოწყობილი, სადაც პატარები მოძრავ მანქანების ბორბლების წინ და უკან ისე დარბიან რომ შიშისგან გული გაგეყინება.. აბა როგორ გინდათ მოხუცები თავიანთი ასაკის გამო დაქვეითებული რეაქციითა და შეზღუდული მოქნილობით დაუსხლტნენ სიკვდილს ან ხანგრზლივ, მოურჩენელი მტანჯველი ტრამვების მიღების, სამუდამოდ ხეიბრად დარჩენის შიშს?
ხანდაზმულობა ჩვენში სიღატაკესთან და დამცირებასთან ასოცირდება, საზოგადოების ყველაზე უბედურ, იმდ დაკარგულ დამცირებულ ნაწილთან, რომლებსაც ყველაფერთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ახსენებდენ რომ ისინი საბჭოთა მენტალობის მატარებლები არიან, და რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება სანამ არ ჩაძაღლდებიან... ჩვენს ქვეყანაში, სადაც ასე ყვავის არასამთავრობო ორგანიზაციათა და ადამიანის უფლებადამცველთა ბიზნესი, მოხუცების უფლებების დამცველის ნახვა ზალიან გაგიჭირდებათ.
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე იყო, წლის შემდეგ აღინიშნება გაეროს ეგიდითა და დევიზით “ ჩვენ გვსურს გვქონდეს მომავალი”. საქართველოში ამ დღეს- მოხუცების პრობლემები პრეზიდენტობის კანდიდატებსაც კი არ გახსენებიათ. ერთი თუ ორი უგემური სიუჟეტი გავიდა მხოლოდ რომელიღაც არხზე, საიდანაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ მოხუცები მხოლოდ საკუთარი წინასაარჩევნო ჰუმანურობის დამადასტურებელ საშუალებად მიაჩნია ყველა ქართულ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალას - ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ, უსარგებლო ფენად მიიჩნევა, რომლებისთვისაც მოწყალება უნდა გაიღო, უფასო პროდუქტები, წამლები და თბილი ტანსაცმელი შეუგროვო...მათი ერთად ერთი შესაძლებელი მომავალი მხოლოდ ასე თუ ისე კარგი ქელეხი, ომოცი.. და წლისთავზე დოლგარმონია.. სულ ეს არის...მხოლოდ ეს - ცინიკური, გროტესკული დასასრული.
რა თქმა უნდა სოციალურად დაუცველებს მართლაც საარსებო საშუალებებით უნდა დაეხმარო, მაგრამ რა დააშავეს იმ მოხუცებმა რომლებსაც არ სჭირდებათ უფასო საკვები და ტანსაცმელი, რომლებსაც ჩვეულებრივი, ადამიანური ცხოვრება სურთ, ისევე როგორც მათ დასავლელ თანატოლებს, მაგრამ ეშინიათ ქუჩაში გამოსვლის, მიწისქვეშა ჯოჯოხეთური გადასასვლელების, ტერმინატორი ჯიპების?... ადამიანი პირველიდან ბოლო ამოსუნთქვამდე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და მას თავისი ასაკის ნებისმიერ მონაკვეთში ზუსტად ერთნაირი უფლებები გააჩნია. განსაკუთრებით ყველაზე ფუნდამეტალურის, სუნთქვის გადაადგილებისა და ღირსების უფლება...თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ადამიანს გაუმართლა და არა მხოლოდ ადამიანთა ერთად მცხოვრები ჯგუფის, არამედ მართლაც საზოგადოების წევრია, ამ სიტყვის ყველაზე ღირსეული გაგებით.
28 ოქტომბერი 2013
თბილისი