http://www.awa.org.ge

17 ოქტომბერი სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სიღარიბის აღმოფხვრის დღე მსოფლიო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებს შეახსენებს, რომ მსოფლიოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი ცხოვრობს და მისი აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი ძალიან ღარიბია, მათ შორის ბევრი ხანდაზმულია. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ საქმიანობის ყოველი დღე სიღარიბის დაძლევის და სოციალური გარიყულობის შემცირების ხელშეწყობას უკავშირდება. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაცია ასაკოვანი ადამიანების თვითდასაქმების პროგრამას და უმწეო ბენეფიციარების ადვოკატირებას ახორციელებს, ასევე ხელს უწყობს მოსახლეობაში ქველმოქმედების და მოხალისეობის განვითარებას. გახდით ქველმოქმედი, ერთად დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და უმწეო მოხუცებს! ქობულეთი რუსთაველის 36 ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია: ს/ს ,,საქართველოს ბანკი" N BAGAGE22 მიმღების დასახელება: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" მიმღების ნომერი: GE81BG0000000269832400GEL გადარიცხვის დანიშნულება: შემოწირულობა ასოციაციის ბენეფიციართათვის

უკან