http://www.awa.org.ge


                                                გაეროს პრინციპები ხანდაზმულ ადამიანებთან მიმართებაში- *  
                                         სრულყოფილი გახადოს ხანშიშესული პირების ცხოვრება

გენარალური ასამბლეა, საზოგადოების ცხოვრებაში ხანდაზმული ადამიანების მიერ შეტანილი წვლილის შეფასებით მოუწოდებს მთავრობებს ჩართონ – როცა ეს შესაძლებელი იქნება - თავის ეროვნულ პროგრამებში შემდეგი პრინციპები:

დამოუკიდებლობა
1. ხანდაზმული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ოჯახის, საზოგადოებისა და თვითდახმარების მხრიდან მათი შემოსავლის უზრუნველყოფის საშუალებით სურსათის, წყლის, საცხოვრებლის, ტანსაცმლისა და სამედიცინო მომსახურების შესაბამისი მოთხოვნები.  
2. ხანდაზმულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის საშუალება ან უნდა დაკავდნენ საქმიანობის იმ სახეებით, რომელიც შემოსავალს იძლევა.
3. ხანდაზმულ ადამიანებს საშუალება უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიიღონ შრომითი საქმიანობის შეწყვეტის ვადებისა და ფორმის განსაზღვრაში.
4. ხანდაზმულ ადამიანებს საშუალება უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიიღონ განათლებისა და პროფესიული მომზადების შესაბამის პროგრამებში.  
5. ხანდაზმულ ადამიანებს საშუალება უნდა ჰქონდეთ იცხოვრონ უსაფრთხო პირობებში და პირადი მიდრეკილებებისა და ცვალებადი შესაძლებლობების გათვალისწინებით შეძლონ ადაპტირება.
6. ხანდაზმული ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ სახლში მანამ, სანამ ეს შესაძლებელია.

მონაწილეობა
7. ხანდაზმული ადამიანები კვლავინდებურად უნდა იყვნენ ჩართულნი საზოგადოების ცხოვრებაში, მიიღონ აქტიური მონაწილეობა პოლიტიკის შემუშავებასა და განვითარებაში, რაც უშუალოდ ეხება მათ კეთილდღეობას და გაუზიარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.
8. ხანდაზმულ ადამიანებს უფლება აქვთ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოძებნონ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობის შესაძლებლობები და შეასრულონ ნებაყოფლობით საფუძველზე სამუშაო, რომელიც პასუხობს მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
9. ხანდაზმულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება შექმნან ხანდაზმული პირების მოძრაობა ან ასოციაციები.

მოვლა
10. ხანდაზმულ ადამიანებს ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან უნდა ჰქონდეთ უზრუნველყოფილი მოვლა და დაცვა, აღნიშნული საზოგადოების კულტურული ფასეულობების სისტემის შესაბამისად.
11. ხანდაზმული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურება, რომელიც საშუალებას აძლევს მათ შეინარჩუნონ ან აღიდგინონ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობის ოპტიმალური დონე და თავიდან აიცილონ ან შეაჩერონ ავადმყოფობა საწყის ეტაპზე
12. ხანდაზმული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სოციალური და სამართლებრივი მომსახურება მათი დამოუკიდებლობის, დაცვის გაძლიერებისა და მოვლის გაუმჯობესების ამაღლების მიზნით.
13. ხანდაზმულ ადამიანებს საშუალება უნდა ჰქონდეთ შესაბამის დონეზე ისარგებლონ სამეურვეო დაწესებულებების მომსახურებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვას, რეაბილიტაციას, ასევე სოციალურ და ფსიქოლოგიურ სტიმულირებას ჰუმანურ და უსაფრთხო პირობებში.
14. ხანდაზმულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით ნებისმიერ დაწესებულებაში ყოფნის დროს, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელს, მოვლას ან მკურნალობას, რომელიც დაირთავს მათი ღირსებების, შეხედულებების, საჭიროებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემას, ასევე უფლება მიიღონ გადაწყვეტილება მათი მოვლისა და მათი ცხოვრების ხარისხთან მიმართებაში.

შიდა პოტენციალის რეალიზაცია
15. ხანდაზმულ ადამიანებს საშუალება უნდა ჰქონდეთ საკუთარი პოტენციალის მრავალმხრივი რეალიზაციისათვის.
16. ხანდაზმული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების შესაძლებლობები განათლების, კულტურის, სულიერი ცხოვრებისა და დასვენების დარგში.
ღირსება  
17. ხანდაზმულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გაატარონ ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების წესი და არ მოხვდნენ ექსპლუატაციისა და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ.
18. ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ სამართლიანი მოპყრობის უფლება ასაკის, სქესის, რასობრივი ან ეთნიკური, ინვალიდობის ან სტატუსის კუთვნილებისაგან დამოუკიდებლად, და მათი როლი უნდა შეფასდეს მათი ეკონომიკური წვლილისაგან დამოუკიდებლად.

ღირსება  
17. ხანდაზმულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გაატარონ ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების წესი და არ მოხვდნენ ექსპლუატაციისა და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. 
18. ხანდაზმულ ადამიანებს აქვთ სამართლიანი მოპყრობის უფლება ასაკის, სქესის, რასობრივი ან ეთნიკური, ინვალიდობის ან სტატუსის კუთვნილებისაგან დამოუკიდებლად, და მათი როლი უნდა შეფასდეს მათი ეკონომიკური წვლილისაგან დამოუკიდებლად.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>