http://www.awa.org.ge


საქართველოს შრომის ვეტერანთა და პენსიონერთა კავშირის ,,ამაგდარი” ს დაარსება ხანდაზმულთა დღევანდელმა სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა. ,,ამაგდარი” ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, 2008წლის 1ოქტომბრის გზავნილით ხანდამულ ადამიანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ამავე დროს, დიდ ყურადღებას აქცევს იმ იდეებისა და რეკომენდაციების რეალიზებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ,,დაბერებასთან დაკავშირებით 2002 წლის მადრიდის საერთაშორისო გეგმაში. ”,,ამაგდარი”-ს მიზანს წარმოადგენს ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, მათი ინტელექტუალური და შრომითი პოტენციალის ამოქმედება. ამ ადამიანების დასაქმება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. ახალგაზრდა თაობებსა და ხანდაზმულ ადამიანებს შორის შემოქმედებითი ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა. ხანდაზმულთა მხარდჭერა, მათი უფლებების დაცვა, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. ამ მიზნით, უცხო ქვეყნების საქველმოქმედო ორგანიზაციებთან შუამდგომლობა, აქტიური კავშირის დამყარება, დელეგაციების გაცვლა. სიბერის პრობლემებზე მომუშავე ოპგანიზაციებთან შეხვედრებისა და კონსულტაციების ორგანიზება. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მარტოხელა ხანდაზმულების , განსაკუთრებით ქალების დახმარება, ვეტერანთა და პენსიონერთა მატერიალური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალი წინადადებების, პროექტების, პროგრამების შემუშავება და სახელმწიფო სტრუქტურებში წარმოდგენა.

კავშირი ახლახან ჩამოყალიბდა და პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ უკვე შეძლო ხანდაზმულთა ნდობის მოპოვება. გთავაზობთ კავშირის თავმჯდომარის ბატ. ვახტანგ ქიზიყურაშვილის ინტერვიუს.

-ბატონო ვახტანგ, რისი გაკეთება მოასწრო თქვენმა ორგანიზაციამ ამ ხნის მანძილზე?-

საწყისს ეტაპზე განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ,,სახალხო ბანკი”ს თანადგომა. კავშირ ამაგდარში გაწევრიანების მსურველები ამ პროცესში ჩასართავად ბანკის გადასახადებისგან განთავისუფლებულები არიან. ხელშეკრულება გავაფორმეთ სადაზღვევო კომპანია,, ჯი-პი-აი” ჰოლდინგთან. პენსიონრებს უფასოდ ენიშნებათ პირადი ექიმი, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობისათვის სადაზღვევო კომპანია გამოყოფს თანხას 300 ლარის ოდენობით. ურგენტული, გადაუდებელი სტაციონალური მომსახურებისათვის 1500 ლარის ოდენობის დახმარებას, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სტაციონალური მომსახურეობა დაფინანსდება 3000 ლარით. სააფთიაქო ქსელები ,,ჯი-ემ-ემ”-ი და ,,კრისტალი” გარკვეული ფასდაკლებით მოემსახურებიან ჩვენი კავშირის წევრებს.  

-რა კეთდება ხანდაზმულთა დასაქმების მიმართულებით?

ასაქმება ჩვენი კავშირის წესდებაში არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. შემუშავებული იქნება სოციალური პროგრამები და პროექტები, რომელიც სწორედ ამ ასაკის ხალხის დასაქმება მოემსახურება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს ჩვენი კავშირის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ისინი გადავლენ თვითუზრუნველყოფის რეჟიმზე და სახელმწიფოს პენსიების გამო ბიუჯეტში მოხსნილი პრობლემებიც მოეხსნება. 

-კავშირში მხოლოდ თბილისის მოსახლეობა წევრიანდება თუ რეგიონებშიც გადიხართ?

რათქმა უნდა, ეს პროცესი გაიშლება. ჩვენი კოორდინატორები გასულები არიან რეგიონებში, კონტაქტი გვაქვს ქვეყნის გარეთ მყოფ თანამემამულეებთან და ისინი გაერთიანდებიან ჩვენთან კავშირში, ანუ მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე.

კავშირის გამგეობის გაზეთ ,,ამაგდარი”ს სტატიის მიხედვით.                                                 

კავშირი ,,ამაგდარი” ს   საკონტაქტო ტელეფონებია: 33 78 85      მობ. 899 15 49 49