გრეგ შოუ, საერთაშორისო და კორპორაციული ურთიერთობების დირექტორი. დაბერების საერთაშორისო ფედერაცია.
პენსიონერთა საერთაშორისო TURYAK – ის კონგრესი, სტამბოლი, თურქეთი (ოქტომბერი, 2009)
ყოველი ქვეყნის თუ რეგიონის ეკონომიკისთვის და ასევე სოციალური ცხოვრებისათვის ემიგრაცია ძალზედ მნიშვნელოვანი, გარდაუვალი და სასიკეთო ფაქტორია. ხანდაზმული ემიგრანტები დღესდღეობით უფრო აქტიურები და დამოუკიდებლები არიან ვიდრე ოდესმე. თუმცა, ათწლეულების მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემიგრაციამ ქალაქებისკენ უამრავი ქვეყანა დააყენა ეთნო-კულტურული მოსახლეობის სწრაფი დაბერების პრობლემის წინაშე. ეს სირთულეები კი რიგ პრობლემებს უქმნის პოლიტიკოსებს. ურთიერთ თანამშრომლობის არარსებობა ძირითად და ეთნო-კულტურის მოსახლეობას შორის უარყოფითად აისახა ცოდნის ურთიერთგაზიარებაზე და საერთო საზოგადოების აშენების შესაძლებლობაზე, ჯანდაცვის პროფესიონალ თანამშრომლებზე, ოჯახებზე კულტურული კომპეტენციით, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენი პენსიონერების და მათი ოჯახების კულტურულ სხვადასხვაობას.
განვითარებისათვის უმთავრესი ყოველთვის იყო და იქნება კულტურა. კულტურა როგორც ბუნებრივი და ძირითადი ცხოვრების ასპექტი უნდა იყოს ინტეგრირებული პოლიტიკასა და განვითარების პროგრამაში. ეთნო-კულტურული მომსახურებისადმი გაზრდილმა დამოკიდებულებამ განაპირობა უმართავი მოთხოვნილება შედარებით ნაკლებ პროფესიონალებზე და სოციალურ თანამშრომლებზე, უმეტესობა მათ შორის არ არის სათანადოდ მომზადებული იმისათვის, რომ უპასუხონ ხანდაზმულთა კულტურულ ნორმებს და მხარში ამოუდგნენ მათ. გარდა ამისა, მრავალეროვანი ჯგუფებიდან უამრავს თვითონვე არ ესმით ძირითადი პროგრამის ელემენტებისა და წყაროების მნიშვნელობა. ასეთი ,,ხვრელების” მიზეზი კი ინფორმაციის არასაკმარისი მიწოდებაა.
ხშირად ემიგრაციაზე საუბრისას ჩვენ წარმოვიდგენთ ადამიანებს შრომისუნარიან ასაკში. თუმცა, გადასახლება ნებისმიერ ასაკში ხდება და ბერდებიან თავიანთი სამშობლოსგან შორს. ემიგრანტთა საერთო რაოდენობის 17% 60 წლის ან 60 წელს გადაცილებულია. ეს შეფარდება უფრო მაღალია ევროპასა და ოკეანიაში.
ძირითადი რისი ცოდნაც გვჭირდება ემიგრაციის შესახებ არის ის, რომ ემიგრაცია გვევლინება დამანგრეველ ცხოვრებისეულ მოვლენად, რომელსაც შეუძლია ხანმოკლე ან ხანგრძლივი ზეგავლენა მოახდინოს დაბერების პროცესზე. უფრო მეტიც, საერთაშორისო ემიგრაცია წარმოშობს კითხვებს, როგორიცაა სხვადასხვა კულტურათა შეხედულება სიბერეზე, ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკაზე ხანდაზმულ ემიგრანტთა მიმართ და საუკეთესო გზაზე აქტიური დაბერების მრავალ კულტურულ კონტექსტში უზრუნველსაყოფად.
ხიდი უნდა გაიდოს ძირითად და ეთნოკულტურულ მომსახურებებს შორის ისე, რომ კულტურული გადამწყვეტი ფაქტორები, როგორიცაა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ასევე მათთან დაკავშირებული თვითდახმარების ,,ნორმები” და მრავალკულტურულ ჯგუფებში ოჯახთა როლი უნდა იყოს შეტანილი ძირითად პროგრამაში. ასეთი ხიდის გარეშე მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ დავინახავთ ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების მკვეთრ შემცირებას და უფრო და უფრო გაღრმავდება კულტურული გახლეჩა.
ასეთი ცვლილებები და მწვავე უსუსურობა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს მიმდინარე მიღწევებს ადამიანთა უფლებების საკითხში. რომელი უფლებები უნდა მოვარგოთ კულტურათა შეჯახებას, რომელიც ასეთი დამახასიათებელია ჩვენი დროისთვის? კულტურული ფონი თვითმყოფადობის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. კულტურული თვითმყოფადობა კი არის უდიდესი საშუალება თვითგამორკვევის, თვითგამოხატვის და ასევე იმის შეგრძნებასა, რომ შენ განეკუთვნები რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს. როგორც კი კულტურები დაიწყებენ ურთიერთმოქმედებას და შეერევიან ერთმანეთს, მაშინვე იცვლება კულტურული იდენტურობაც. ეს პროცესი შეიძლება ნაყოფიერი იყოს, მაგრამ გარკვეულ დიზორიენტაციას იწვევს. კულტურული თვითმყოფადობის მიმდინარე არასტაბილურობა აისახება ფუნდამენტურ ცვლილებებში, მაგალითად როგორ განვსაზღვრავთ და გამოვხატავთ თუ ვინ ვართ დღეს ჩვენ.