http://www.awa.org.ge


უამრავ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის ხანდაზმული ადამიანების სურვილების შესახებ, მაგრამ რეალურად მხოლოდ ხანდაზმულებმა თუ იციან მათი პრობლემების შესახებ. რამდენად ხშირად ვუთანხმდებით ან ვეკითხებით რჩევას მათ, როცა რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ მათზე.ხანდაზმულ ადამიანთა გამოცდილება და ასაკოვნების მიმართ კარგი მზრუნველობითი პოლიტიკის გატარება საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული იყოს თუ რა სჭირდებათ მათ და რა პირობებში არიან ისინი. ასეთი მიდგომის შედეგად ისინი პირდაპირ ჩართული იქნებიან პოლიტიკაში. საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენა და საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევცვალოთ აზრი ხანდაზმულებზე და დავამტკიცოთ, რომ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული შეხედულება ხანდაზმულებზე, რომ ისინი მხოლოდ ტვირთი არიან მათთვის, არასწორია. მეტი ინფორმაციისათვის ხანდაზმულ მოქალაქეებზე მზრუნველობის ფონდმა (შენიორ ჩიტიზენს ჩარე Fოუნდატიონ) აღნიშნა ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღე 1 ოქტომბერი.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე წელს ნიგერიაში აღინიშნა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო Gრაცე ფულლ Aგინგ-მა. მათ უფასო სამედიცინო გამოკვლევა ყველა მონაწილეს ჩაუტარეს. ხანდაზმულებს ჩაუტარდათ თვალზე, დიაბეტსა და მაღალ წნევაზე გამოკვლევები, ასევე საჭიროებისამებრ დაურიგდათ წამლები და სათვალეები. ღონისძიების მეორე ნაწილი სამედიცინო კვლევის შემდეგ ჩატარდა, ეს იყო ხანდაზმულთა ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად სეირნობა 10 კმ-ის მანძილზე. ეს სეირნობა ასევე მოეწყო იმისათვის, რომ საერთაშორისო ხანდაზმულთა დღე ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო.პროგრამა დასრულდა 2 ოქტომბერს ვიზიტით ხანდაზმულთა სახლებში, რათა მათთვის გაღებული დახმარება პირადად მიგვეტანა.ეს დღესასწაული დაარსდა იმისათვის რომ ხანდაზმულთა პრობლემების შესახებ და ასევე გლობალურ დაბერებაზე საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული. ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცას ვურჩევთ, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლო გზა და შეეხონ საზოგადოების სხვადასხვა სექტორებს, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ სიბერის პრობლემების შესახებ.

18 ოქტომბერი 2009