დღეს ასოციაციის ბენეფიციარებმა ქობულეთის მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია დაათვალიერეს. მუზეუმში 4 500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ თუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს. მუზეუმში ასევე დაცულია XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ცისფერი აკვანი და ხელით ნაქსოვი ხალიჩები. ბენეფიციარების ყველაზე დიდი ინტერესი ეთნოგრაფიულმა კუთხემ გამოიწვია. ასოციაცია მადლობა უხდის მუზეუმის დირექტორს რეზო ტაკიძეს გულითადი მასპინძლობისთვის.