მთავარი
აქტივობები
გრანტიორი ბენეფიციარები
პროექტები
განხორციელებული
მიმდინარე
ჩვენს შესახებ
მისია
ისტორია
სტრუქტურა
თანამშრომლები
დონორები
პარტნიორები
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
რესურსები
ქალთა პორტრეტები
დღეგრძელები
სტატიები
სასარგებლო ბმულები
ქველმოქმედება
მოხალისეობა
ქველმოქმედება
კონსულტაცია
კონტაქტი
საახალწლო საჩუქრები ხანდაზმულთათვის
პროექტი ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი“
პროექტი ,,ხანდაზმულ ქალთა კლუბი“
პროექტი ,,თაობათა დიალოგი"
ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
საახალწლო ზეიმი ხანდაზმულებს
დასუფთავების აქცია ,,ეკოლოგიური კვირეულის ფარგლებში"
შეხვედრა დეპუტატთან
საინფორმაციო შეხვედრა
ხანდაზმულთა რესურს ცენტრში
საინფორმაციო სემინარი
კომპიუტერის შესწავლის გაკვეთილზე
საქველმოქმედო აქცია
სტუმრად ქუთაისის ,, მადლიერების სახლში"
ასოციაციის ბენეფიციარები ქუთაისის ,,მადლიერების სახლს“ ეწვივნენ და ქალაქის მერიის მიერ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც ქუთაისის ხანდაზმულთა ცენტრის 10 წლის იუბილეს დაემთხვა. „მადლიერების სახლის“ დარბაზში შეკრებილ მოხუცებსა და სტუმრებს 1 ოქტომბერი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა და სხვა საპატიო სტუმრებმა მიულოცეს.
-შეუფასებელია თქვენი ღვაწლი და დამსახურება, რომელიც ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე მიგიძღვით. თითოეული თქვენგანი უდავოდ იმსახურებს ღირსეულ სიბერეს, დაფასებას, მოფერებასა და უდიდეს პატივისცემას. აქცია, რომელიც ჩვენი ხანდაზმულებისთვის დღეს მოეწყო, პირველი არ არის და გპირდებით, რომ თქვენს თხოვნას, შეძლებისამებრ, ყოველთვის გავითვალისწინებთ. ჩვენმა ღირსეულმა ქალბატონებმა, რომელთაგან არაერთი დამსახურებული პედაგოგი, ექიმი და სხვადასხვა დარგის სპეციალისტია, ამჯერად კაბადოკიის მონახულების სურვილი გამოთქვეს. იმედი გვაქვს, რომ ამასაც შევძლებთ და ჩვენს ხანდაზმულებს ისევ გავახარებთ, - განაცხადა ქობულეთელთა მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოში ანზორ თხილაიშვილმა. მან ქუთაისის მერს ერთობლივი აქციის ორგანიზების წინადადებით მიმართა და თანხმობაც მიიღო. ქობულეთელი და ქუთაისელი ხანდაზმულები ამ ინიციატივას აპლოდისმენტებით შეხვდნენ და დეპუტატს მადლობა გადაუხადეს გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის.
უკან