http://www.awa.org.ge

20 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ასოციაციას ,,ღირსეული სიბერე“ ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი ქეთევან ელიზბარაშვილი სტუმრობდა. ქალბ. ქეთი ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ მიმდინარეობას გაეცნო და ყველაზე აქტიური მოხალისეები, ასევე ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები მადლობის სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი ქეთი ხუციშვილი და დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლები-ალეკო ლორთქიფანიძე და ნესტან კახაძე.

უკან