http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისში (ქობულეთი, რუსთაველის 36) დასაქმებაზე ორიენტირებული უფასო ტრენინგები გრძელდება, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტის - ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში ატარებს. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" 18 სექტემბერს დასრულდა მორიგი ორდღიანი ტრენინგი თემაზე: საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის დაგეგმვას, რესურსების ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის გაძლიერების მეთოდებს, ბიზნესის რეგისტრაციის ეტაპებს, აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის გაცნობას, დამატებითი რესურსების მოძიების შესაძლებლობებს, გაყიდვების დაგეგმვას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, ბიზნეს-გეგმის მომზადებას, დაფინანსების მოძიებას და მართვას.ტრენინგის მონაწილე საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია არსებული საოჯახო ბიზნესის გაძლიერება და ტრენინგზე მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში რეალიზაციის ხელშეწყობა. ტრენინგს 22 მსმენელი დაესწრო. მსმენელებს გადაეცათ სერთიფიკატები. ტრენინგი ჩაატარეს ტრენერემა: ლაშა აროშიძემ. ასევე გრძელდება განაცხადების მიღება შემდეგ პროგრამებზე: უცხო ენები (ინგლისური, რუსული) სავაჭრო ობიექტების კონსულტან-ტებისთვის; ბუღალტერია - ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება; გიდების მომზადება; უცხო ენები (ინგლისური, რუსული) კვების ობიექტის პერსონა-ლისთვის (მიმტანები); უცხო ენები (ინგლისური, რუსული) ტაქსის მძღოლებისთვის; სანიტარული უსაფრთხოება კვების ობიექტებში; სავაჭრო და კვების ობიექტების პერსონალის გაძლიერება მომხმარე-ბელთან კომუნიკაციის მიმართულებით (ეფექტური კომუნიკაცია, პროდუქციის წარდგენა, დარწმუნება და ა.შ.); CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება, დამსაქმებელთან კომუნუკაცია საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე ’’დემოკრატიის ინსტიტუტის’’ ტრენინგ-ცენტრებში სპეციალური განაცხადის შევსებით: ბათუმი: ჭავჭავაძის 107; ქობულეთი: რუსთაველის 36; ქედა: ტბელ აბუსერიძის 10 საკონტაქტო მონაცემები: ბათუმის ოფისი: (0422) 27-57-44; მობილური: 577 17 37 04 (თამარი); 577 17 37 07 (ნატო) ქობულეთის ოფისი 26 7717 მობ: 593 13 20 21(ნატო) ვებ-გვერდი: www.iod.ge ელ-ფოსტა: training@iod.ge

უკან