ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისში ხანდაზმულები ცივი ზამთრის პერიოდშიც კი ფინჯან ჩაიზე ხშირად იკრიბებიან. უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ პრობლემებს, მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხებზე, ეცნობიან ახალ- ჟურნალ გაზეთებს, გეგმავენ ხანდაზმულ ქალთა კლუბის აქტივობებს . დღეს სხვადსხვა სახის მურაბებიც დააგემოვნეს, რომელიც ხანდაზმულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ და ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფია ბაკურიძემ მოართვა.