http://www.awa.org.ge

დაბერების პროცესი თვითოეული ადამიანისთვის ინდვიდუალურად მიმდინარეობს. პენსიაში გასვლა, ავადმყოფობები, მარტოობის შეგრძნება, ახლობელი ადამიანების დაკარგვა და სხვა პრობლემები ხანდაზმული ადამიანისთვის რთული გადასატანია, რამაც ემოციურ სტრესებამდე და დეპრესიამდე შეიძლება მიიყვანოს მოხუცი. ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს მიმართულს ხანდაზმული ადამიანების მხარდასაჭერად! მათ შორის არის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციებიც. განსაზღვრულ დღეებში, წინასწარი ჩაწერის შემდეგ, გამოცდილი ფსიქოლოგი (ნატო დარბაიძე ) დაგეხმარებათ გაერკვეთ რთულ ფსიქოლოგიურ პრობლემებში, დამშვიდდეთ და გაიუმჯობესოთ განწყობილება. მსურველებმა გთხოვთ მობრძანდეთ ასოციაციის ოფისში (ქობულეთი, რუსთაველის 36) ან დაგვირეკოთ! ტელ: 26 77 17 აქტივობები მიმდინარეობს პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი).

უკან