დღეს ქობულეთის მუზეუმში გახსნილი გამოფენა "ქალს ყველა ფ ე რ ი უხდება" ასოციაციის ბენეფიციარებმა დაათვალიერეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაგვას საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელის, სოფიო შავიშვილის 20 ფერწერული ნამუშევრი, რომელიც ზეთის საღებავით და შერეული ტექნიკით იყო შესრულებული. ავტორის თქმით, ნახატები ქალის ფსიქოლოგიურ განწყობას და ქვეცნობიერ სამყაროს ასახავს.