http://www.awa.org.ge

ეს ლიდია ბიკოვაა, რომელიც ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში მწვავე პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარმა სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღე დაჰყო. ბიკოვამ საავადმყოფოში თანადაფინანსების პრინციპით ისარგებლა. სახელმწიფომ მას მკურნალობა 900 ლარით დაუფინანსა. თუმცა დარჩენილი 100 ლარის გადახდა ხანდაზმულმა ვერ შეძლო. მარტოხელა სოციალურ დახმარებას რამდენიმე თვეა, რაც აღარ ღებულობს. ჩვენმა ორგანიზაციამ ლიდია ბიკოვას სამედიცინო დაწესებულებაში არსებული დავალიანება დაუფარა. თანხა ასოციაციის შემომწირველების მეშვეობით შეგროვდა. ქობულეთში რამდენიმე კომერციულ მაღაზიაში „ღირსეული სიბერის“ ყულაბებია განთავსებული, თქვენ კი ქველმოქმედებისკენ მოგიწოდებთ!!! შემოწირულობების ყულაბები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ,,ჰეკატე 2" (რუსთაველის ქ. #215), აფთიაქი ( რუსთაველის ქ. #162 რ), სუპერმარკეტი (რუსთაველის ქ 162ა ), რუთაველის ქუჩაზე მდებარე ,,,ნიკორა" და აფთიქი ,,მედეა".

უკან