http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ მოხალისეებმა 15 სექტემბერს, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუჩის გამოკითხვა ჩაატარეს. გამკითხვის მიზანი იყო გაგვეგო რამდენად იციან მოქალაქეებმა სიტყვა ,,დემოკრატიის“ მნიშვნელობა და მათი აზრით, არის თუ არა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა. გამოიკითხა 50 მდე მოქალაქე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცოდა სიტყვა ,,დემოკრატიის“ მნიშვნელობა, მაგრამ მაინც თვლიდნენ რომ საქართველოში დემოკრატია არის. მოხალისეებმა საინფორმაციო ფლაერების დაარიგეს განმარტებით რა ნიშნავს ,,დემოკრატია“ და რა ღირებულებებს მოცავს ეს ტერმინი. აქტივობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა.

უკან