http://www.awa.org.ge

21 ივნისს, ასოციაციამ „ღირსეული სიბერე“ ქობულეთის მუზეუმთან და კულტურის ცენტრთან ერთად ყვავილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ ღონისძიება გამართა. ღონისძიება მოიცავდა ვორქშოპს ,,როგორ დავამზადოთ ხელოვნური ყვავილები და ცოცხალი ყვავილების თაიგულები“; ჯიხანჯურის საშუალო სკოლის მოსწავლის ლია ბერიძის მიერ ყვავილების თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას, ასოციაციის ბენეფიციარებისა და მოსწავლეების მიერ მომზადებულ მუსიკალურ–ლიტერატურულ პერფორმანსს ,,ყვავილებში დამეკარგე“. აქტივობა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან