http://www.awa.org.ge

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვებმა და ხანდაზმულებმა ერთად იზეიმეს. ქობულეთის მუზეუმის, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-ს“ და დაგვას საჯარო სკოლის ორგანიზებით მუზეუმის მიმდებარე სკვერში კომპლექსური ღონისძიება ,,ყვავილების ფესტივალი“ გაიმართა. ბავშვები ხატავდნენ, ძერწავდნენ, ქმნიდნენ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, ათვალიერებდნენ მუზეუმის განახლებულ ექსპოზიციებს, დიდ დარბაზში კი საბავშვო ფილმების ჩვენება მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე ჭახათისა და ქობულეთის #2 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. პატარებს დღესასწაული მოულოცეს და ბედნიერი ბავშვობა უსურვეს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე-ს“ ბენეფიციარებმა, რომლებმაც ეს დღე პატარებს სადღესასწაულო ტორტით, ლამაზი მილოცვებით და ჩვეული მოფერებით დაამახსოვრეს. ბავშვებმა კი ხანდაზმულებს ლამაზი თაიგულები მიართვეს. 
ასოციაცია მადლობას უხდის მუზეუმის დირექტორს ბატონ რეზო ტაკიძეს ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის .

უკან