ასოციაცია ,,ღირსეული სიბერემ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ტრენინგების ციკლი ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას.
პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო ტრენინგებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში, ასევე ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ და საგრანტო კონკურსს.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით :
1. აგრობიზნესი, საოჯახო ბიზნესის შესაძლებლობები.
თქვენ გაეცნობით, თუ რა უპირატესობა აქვს საკუთარი ბიზნესის წარმოებას, რა უნარებს უნდა ფლობდეს საოჯახი ბიზნესის მმართველი,
რა არის აგრობიზნესი, რა სახის ორგანიზაციული ფორმებით არსებობს აგრობიზნესი საქართველოში, რითია განსხვავებული აგრობიზნეს გეგმა ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმისგან. ბენეფიციარები გაეცნობიან მეცხოველეობაში, მეფუტკრეობაში და მეფრინველეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს. ასევე ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების, სასათბურე მეურნეობების და სოკოს წარმოების პერსპექტივებს და შესაძლებლობებს.
2. ბიზნესის ადმინისტრირება
ტრენინგი ითვალისწინებს ბიზნესის დაგეგმვას, რეგისტრაციის ეტაპებს, აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის გაცნობას, დამატებითი რესურსების მოძიების შესაძლებლობებს, გაყიდვების დაგეგმვას, ბიზნეს-გეგმის მომზადებას, დაფინანსების მოძიებას და მართვას.
ტრენინგებს აგრობიზნესის მიმართულებით ქობულეთის აგრობიზნეს ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციოგანყოფილების უფროსი მანუჩარ ნიჟარაძე ატარებს.
ტრენინგის მონაწილე საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია საოჯახო ბიზნესის განვითარება და ტრენინგზე მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში რეალიზაციის ხელშეწყობა.
მსურველებს ვთხოვთ დარეგიგსტრირდეთ მისამართი:
ქობულეთი აღმაშენებელის 36 ტელ: 26 77 17 , 593 13 20 21 (ნატო)
მსურველების რეგისტრაცია იწარმოებს 25 ააპრილამდე