ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ თავის პარტნიორ მედიაჯგუფ „აჭარა P.S.“-ის მიერ გამოცხადებულ აქციას სლოგანით „შევუგროვოთ წიგნები პატიმრებს“ პირველივე დღიდან შეუერთდა, იდეის ფარგლებში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენლობისგან წამოვიდა, ჩვენმა ხანდაზმულებმა და ახალგაზრდა მოხალისეებმა ბათუმის #3 საპყრობილეს მსჯავრდებულთათვის 500-მდე სხვადასხვა სახის ლიტერატურა შეუგროვეს. ამჟამად ასოციაციის ოფისში შეგროვებული წიგნების დახარისხების პროცესი მიმდინარეობს და ხანდაზმულთა საჩუქარს მსჯავრდებულები თებერვლის დასაწყისში მიიღებენ.