http://www.awa.org.ge

 ასოციაცია ,,ღირსეულ სიბერეს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე და ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე ესტუმრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და ქობულეთის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ხათუნა მამასახლისი. შეხვედრამ უშუალო და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. სოფიო ბაკურიძემ ასოციაციის საქმიანობას, ორგანიზაციის განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს გაეცნო, ისაუბრა მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციაზე, რომელიც აჭარის რეგიონში ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. ქალბატონმა სოფიომ ასოციაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა. დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები. ბენეფიციარებიც მიესალმნენ სტუმრებს, წარმატება უსურვეს მათ და საღამო საკუთარი ლექსებით გაალამაზეს. შეხვედრის ბოლოს სოფიო ბაკურიძემ ბენეფიციარებს ტკბილეულთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. გაიჭრა ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ლოგოიანი ტორტი. ბენეფიციარები სტუმრებთან შეხვედრით მიღებულ კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

უკან