http://www.awa.org.ge

8 ივლისს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში, ქობულეთის ღვაწლმოსილი საზოგადოების თხოვნით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთან შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზაციის ვებ.გვერდსა და „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე დაანონსებულ შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“ - სულხან ევგენიძე გამოეხმაურა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო მიზნები გააცნო, დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრაზე არაერთი პრობლემური საკითხი წამოიწია, რომელზეც ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარებმა: ნათელა ჟღენტმა, ნუნუ ბერიშვილმა და სხვებმა ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა სულხან ევგენიძისაგან ამომწურავი პასუხი მიიღეს და პრობლემების მოგვარების მისეულ ხედვას გაეცნენ. 
შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნათია თხილაიშვილი.

უკან