http://www.awa.org.ge

დღეს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან ასოციაციის ბენეფიციარების შეხვედრა გაიმართა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ და ჟურნალ ,,ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერმა არჩილ კახაძემ ხანდაზმულებს მედია საშუალებების მიზნების და მოქმედი სპეციფიკის შესახებ ესაუბრეს, ხანდაზმულებმა კი სტუმრებს მათი აქტუალური პრობლემები გააცნეს. შეხვედრა დისკუსის ფორმატში მიმდინარეობდა, შეხვედრის მოდერატორი კი ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე გახლდათ. ასოციაცია იმედოვნებს, რომ ხანდაზმულთათვის მტკივნეულ საკითხებს მედია ფართოდ გააშუქებს და ხელისუფლებაც უფრო მეტი გულისყურით მოეკიდება ხანდაზმულთა პრობლემებს. დისკუსია მომზადდა ,,სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში ამერიკული ორგანიზაციის NED დაფინანსებით. ასოციაცია მადლობას უხდის სტუმრებს, განსაკუთრებით კი ბატონ ასლან ჭანიძეს ხანდაზმულთა პრობლემებით დაინტერესებისათვის.

უკან