ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარებს ნევროპათოლოგი ინეზა ქათამაძე ესტუმრა, რომელმაც მათ ხანდაზმულობის ასაკში ნევროლოგიურ დარღვევებზე ესაუბრა, ამომწურავი პასუხები გასცა ბენეფიციარების შეკითხვებს: თუ როგორ ვებრძოლოთ მეხსიერების დაქვეითებას, როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას და სხვა. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ ინეზა ქათამაძემ ბენეფიციარებს ინდივიდუალური კონსულტაციებიც ჩაუტარა. აქტივობა მიმდინარეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.